LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სრულიად უსაფუძვლოდ ვიმყოფები პატიმრობაში”- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

307
BeFunky-collage (1)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს. ბრალდებულის თქმით, ის სრულიად უსაფუძლოდ და უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში.

“გამოძიების მიმართ არ მაქვს ნდობა და ჩემი შეფასებით, გამოძიება დაინტერესებული არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით. აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩემივე მონაწილეობით.

რაც აჩენს განცდას, რომ რეალურად გამოძიება არ არის დაინტერესებული მოწოდებული ინფორმაციით, მისი ნამდვილობით და მისი უტყუარობით. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ეს სწორედ იმ უწყების დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩემგან ითხოვს ინფორმაციის მიღებას”, – ამბობს არჩილ გაგნიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები