LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეები, რომლებიც ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცებს აკეთებენ – კობახიძე

ირაკლი-კობახიძე

“ერთი საქმე დაგვიდეთ 2012 წლის შემდეგ. როცა საუბარია დღეს არსებულ კლანზე, ვეკითხებით, ეს ხალხი რას აფუჭებს დღეს?”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ TV პირველის გადაცემაში “რეაქცია” მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო “უვარგისი”, ხოლო მოსამართლეები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს.

წამყვანის კითხვაზე, უნდა აგონ თუ არა პასუხი ამ ადამიანებმა შეცდომებზე, კობახიძე პასუხობს, რომ უნდა დადგინდეს პასუხისმგებლობის ზღვარი.

“სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდნენ. იყო მილიონი ქეისი, ცუდი ქეისი და ახლა არ არის არც ერთი ქეისი და ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე… პასუხისმგებლობის ზღვარი უნდა გაევლოს, აი, გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იფიქრეს და გადაწყვიტეს რა – იყო რაღაცა პოლიტიკური დონე, ჰიტლერი, გებელსი, მათი მეგობრენი, მათ დააკისრეს პასუხისმგებლობა, ნიურბერგის პროცესი და ყველაფერი. რაც შეეხება ქვედა დონეს, მოხელეებს და მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ იმ რეჟიმის სამსახურში, მათ პოსუხისმგებლობა არ დააკისრეს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/533628353791360/

შეგახსენებთ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ დღეს სასამართლო ხელისუფლების საკითხზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g