საქალაქო სასამართლოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ხმაური მოსამართლე ურთმელიძის გადაწყეტილებებს მოჰყვა.
თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა “რუსთავი 2”-ის შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების ამორიცხვის შესახებ. ამის შემდეგ “რუსთავი 2”-ის იურისტებმა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ შაუმდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენეს, თუმცა ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არც კი განიხილა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ეს შუამდგომლობა ხშირად დააყენეს.
ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა მიმდინარე სხდომას “ფარსი” უწოდა.
“თქვენ არ გვისმენთ ჩვენ რას ვსაუბრობთ და სამაგიეროდ გჯერათ თაღლითი ექსპერტის განცხადებების,”-აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.
რუსთავი 2–ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ “თუ ვინმე ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას ამ დარბაზში ეს მოსამართლეა.”