LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ სრულად უდანაშაულოდ მცნო, წავალ ახლა ზღვას გავხედავ: ცოტნე კობერიძე

191
ცოტნე კობერიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” თბილისის საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც გუშინ დააკავეს, თავისუფალია.

როგორც კობერიძე სოციალურ ქსელში წერს, ის მოსამართლემ სრულად უდანაშაულოდ ცნო:

“ჩემი თავი დავიცავი, მოსამართლემ სრულად უდანაშაულოდ მცნო, წავალ ახლა სინორს მივირთმევ და ზღვას გავხედავ”, – წერს კობერიძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, ცოტნე კობერიძე ბათუმში გუშინ დააკავეს.

კობერიძის თქმით, სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის ქუჩაში შეხვედრილ პრემიერ-მინისტრს “მონა” დაუძახა.

 

 

პოპულალურები