LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება – თალაკვაძე

6a50c9cc0f667726695a092dcb0e894b_XL

„საგაზაფხულო სესიაზე მოსამართლეობის იმ კანდიდატურებზე, რომელიც ახალი წესით და კრიტერიუმებით იქნება შერჩეული, ვიმსჯელებთ სათითაოდ,“ – ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიმა ,  არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ ძირითად პრინციპებზე გუნდმა შეთანხმებას მიაღწია.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და თქვენ თვითონ ნახავთ უკვე პირველ სამუშაო შეხვედრაზე წარმომადგენლობას. პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება ამ პროცესს და მას ექნება გუნდის მხარდაჭერა პროცესთან დაკავშირებით,“ – ამბობს თალაკვაძე.

დღევანდელ შეხვედრას შედეგიანს უწოდებს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მმართველი გუნდის  დეპუტატი ამბობს, რომ რამდენიმე მთავარ პრინციპზე შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსაწესებელი მოსამართლეების შერჩევა. ქუცნაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.”ქართული ოცნების” დეპუატები დღესაც ამბობენ ,რომ პარტიიდან ვინმეს წასვკლის ან გარიცხვის საკითხი ამ ორი დღის განამვლობაში არ განხილულა და ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეთა  საკიტხზე შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში მიყავს

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართება.სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ინიციატივების, ხედვებისა და პროექტების წარდგენა, რომელიც დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აქვთ.

სამუშაო ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

პოპულარულები