LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქმა მმართველობა შეწყვიტა”- მამა გიორგი ზვიადაძე

100

“მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქმა მმართველობა შეწყვიტა,“- ეს განცხადება პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ გააკეთა. მისი თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას ილია მეორე მართავს და მას მოსაყდრე შესაძლოა, დაეხმაროს. მამა გიორგი ზვიადაძემ ისიც განმარტა, რომ მოსაყდრედ დანიშვნა არ გულისხმობს, რომ ის, ავტომატურად, შეიძლება მომავალი პატრიარქი გახდეს.

 

როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და დღესაც მართავს თავად მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ მან მმართველობა შეწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ პიროვნება მას შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ პატრიარქი უშუალოდ მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს მოსაყდრის რაიმე განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის. ეს არც იმას არ ნიშნავს, რომ მოსაყდრე შეიძლება, ავტომატურად გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს ირჩევს წმინდა სინოდი,“- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

 

გარდა ამისა, სასულიერო აკადემიის რექტორი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის დასახელების მნიშვნელობას განმარტავს და აცხადებს, რომ პატრიარქის ეს გადაწყვეტილება სხვა მღვდელმთავრების მიმართ უნდობლობას არ ნიშნავს.

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ რომელიმე პიროვნების გამორჩევა და დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს არა აქვს უდიდესი პატივისცემა სხვა მღვდელმთავრების მიმართ, ან რაიმე უნდობლობა აქვს სხვა მღვდელმთავრების მიმართ. ეს ნამდვილად ასე არ არის. საქართველოში ეს არის უნიკალური მოვლენა. 40 წელია პატრიარქი მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მას დღესაც ხელთ აქვეს სადავეები. ყველა მღვდელმთავარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის გამორჩეული და ხელდასხმული პატრიარქის მიერ“, – აცხადებს ზვიადაძე.

საპატრიარქო განცხადებას ილია მეორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დანიშვნას ეხება, უახლოეს მოამავალში გამოაქვეყნებს. ამ განცხადებაში ასევე განიმარტება მოსაყდრის უფლება-მოვალეობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g