LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ – ირაკლი პაპიაშვილი

111
Untitled design

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი, ჩიკვაიძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„მეგობრებო, გუშინ გიორგი გლდანის ციხის კლინიკაში მოინახულა ადვოკატმა. ადვოკატის წამოსვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები.

მათ მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მათი საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს.

ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაჰყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას.“

ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა გიორგი.

ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი“, – წერს ირაკლი პაპიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g