“მოსიარულე მკვდრებმა“ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა. არსებული ინფორმაციით, პირველ სერიას 11,4 მილიონმა ადამიანმა უყურა, რომელთა შორის 6,5 მილიონის ასაკი 18-დან 49 წლამდე იყო.
თუკი მეშვიდე სეზონის საპრემერო ჩვენებას შევადარებთ, მაყურებელთა რიცხვი 43%-ით დაეცა.
შეგახსენებთ, რომ „მოსიარულე მკვდრები“ ზომბი-აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებზე მოგვითხრობს და ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია.