LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსიარულე მკვდრების“ სეზონის ფინალს 4 ოქტომბერს ვიხილავთ

142
The-Walking-Dead-World-Beyond-Rick-Grimes-Movie

სერიალის „მოსიარულე მკვდრები“ სეზონის საფინალო ეპიზოდს ყველა მოუთმენლად ელის და აი, AMC-მ პოპულარული ტელესერიალის მე-10 სეზონის ფინალური სერიის პრემიერის თარიღი უკვე ცნობილია. დასკვნით ეპიზოდს, AMC-ის ეთერში 4 ოქტომბერს ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ  მისი დასრულების შემდეგ, შოუს მეორე სპინოფის The Walking Dead: World Beyond პრემიერაც შედგება. ფილმი ორიგინალური სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, დერილ დიქსონის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც ნორმან რიდუსი ასრულებს.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ სეზონის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ჩვენ სერიალის კიდევ 6 ეპიზოდს ვიხილავთ.  მისი პრემიერა 2021 წლის ბოლოს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები