მოსკოვის გამზირზე გაზის ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა. “ინტეპრესნიუსის” ცნობით, ოთხი მათგანი მცირეწლოვანია. სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ მსუბუქად არიან მოწამლული ორი ოჯახის წევრები. სამი ქალი ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი ბავშვი კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.