LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის შემდეგ ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა

134
ფორტუნა (40)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ვიზიტის“ ფარგლებში ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი კვლავ მოსკოვში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბელარუსში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

შეხვდება თუ არა პუტინი ბჟანიას – რას აცხადებს პესკოვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები