LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვდება თუ არა პუტინი ბჟანიას – რას აცხადებს პესკოვი

140
Untitled design (18)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან“, ასლან ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავს ქვეყნის პრეზიდენტი.

შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ვლადიმირ პუტინის განრიგში აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედის,“ – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები