LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოსკოვისთვის ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა” – ვლადიმერ პუტინი

302
2024-05-25_01-23-52_404799

მოსკოვისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა კიევთან მოლაპარაკებების განახლებისას უნდა გაიგოს, ვისთან შეუძლია და ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე იურიდიულ დოკუმენტებზე ხელმოწერისას.

„უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს არა ულტიმატუმების დახმარებით, არამედ საღი აზრის დახმარებით და უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g