LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 ადამიანი

540
მარიტა როხვაძე (3)

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. დაშავებულია 121 ადამიანი.

თავდასხმასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ოთხი სავარაუდო ტერორისტი.

არსებული ინფორმაციით, ისინი 21-და 51 წლამდე ასაკის სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები