მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, არიან დაშავებულები. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც ცენტრში მყოფი ადამიანები სახანძრო კიბეებით გამოიყვანეს.
4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს და 6 000 კვადარატულ მეტრზეა განლაგებული. მაღაზია საბავშვო ნვეთებით ვაჭრობს.
ახლახან რუსეთში კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ქვეყანში სავაჭრო ცენტრებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შემოწმება დაიწყეს.