15 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა, რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იქნება. რუსეთთან დიალოგი აუცილებელია: ასეთია პატრიოტთა ალიანსის პოზიცია.
კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილია, რა მარშრუტით მიდიან მოსკოვში, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ადა მარშანიამ ასე უპასუხა: „მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით“.