The Insider- რუსულ სამხედრო ხომალდზე წერს. გამოცემასთან წვევამდელი მეზღვაურის, იეგორ შკრებეცის დედამ ისაუბრა.
ეგორ შკრებეცი „მოსკოვზე“ მზარეული იყო და სამხედრო სამსახურს გადიოდა.
მან ფიცი 14 აგვისტოს დადო.
დედა ამბობს, რომ შვილი მას Viber-ის საშუალებით 9 აპრილს ანონიმური ნომრიდან დაუკავშირდა და უთხრა, რომ კავშირზე ვეღარ გავიდოდა.
„ყველა დამწვარ ბავშვს ვუყურებდით. ვერ გამოვხატავ რამდენად რთულია, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ჩემი შვილი. იქ მხოლოდ ორასი ადამიანი იყო და კრეისერზე ხუთასზე მეტი იყო. დანარჩენები სად არიან? ყველას დავურეკეთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ”,- ამბობს ირინა შკრებეცი.
რუსი მეზღვაურის დედის თქმით, დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიების გაცნობა სურდა, თუმცა სიები არც ერთ დეპარტამენტს არ მიუწოდებია.
“ჩვენ წავედით ქვედანაყოფში, მეთაური გამოვიდა განყოფილებაში, ასწია ხელები და თქვა: ”არაფერს გეტყვით”. ვკითხე, “სად არის ჩემი შვილი?” და მიპასუხა “სადმე ზღვაში”… ეს მეთაურები გემზე არც კი იყვნენ.
ამის შემდეგ ჩვენ მივედით სევასტოპოლში FSB-ში, სადაც ერთი ადამიანიც კი არ გამოსულა – ისინი იდგნენ ღობის უკან, ჩემმა ქმარმა დაიყვირა, რომ გამოსულიყვნენ. არც კი გამოვიდა, გისოსებს მიღმა ხელები ჯვარედინად აჩვენა, ნახვამდის, სულ ესაა. ეს არის საზღვაო ფლოტის და სევასტოპოლის FSB-ის სამსახური”, – იხსენებს დაკარგული მეზღვაურის დედა.
ირინას დაუკავშირდა მეთაური, რომელიც ხომალდზე იმყოფებოდა.
მე ვეუბნები:
„ის მაინც მითხარით, ჩემი შვილი როგორ მოკვდა“.
„ის კი მეუბნება“:
„არაფერი ვიცი, ისინი პოსტზე იყვნენ, ჩვენ მთელ კრეისერზე რაკეტები გვქონდა“.
შეგახსენებთ, სამხედრო ხომალდ „მოსკოვს“ ორი უკრაინული რაკეტა „ნეპტუნი“ მოხვდა.
რუსულმა მხარემ გემის ჩაძირვა დაადასტურა, მათი თქმით, „მოსკოვი“ ბუქსირებისას ჩაიძირა.