რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ინფორმაციას რუსეთის მხარე ადასტურებს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, სამხედრო ხომალდი, რომელიც „საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა“, ბუქსირებისას ჩაიძირა.
„სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო პორტში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა“ , – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.