LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეები და პედაგოგები “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრაზე წაიყვანეს – ფეისბუკმომხმარებელი

158

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი, ნათია მანია, წერს, სადახლოს 1-ლი, სადახლოს მე-2, თაზაკენდისა და მოლაოღლის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო შეხვედრაზე წაიყვანა.

ნათია მანია სოციალურ ქსელში ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს.

“ერთმანეთზე უგრძესი სიტყვები წარმოთქვეს სადახლოს 1-ლი და მე-2 სკოლის დირექტორებმა. მათ მოუწოდეს დამსწრე საზოგადოებას “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ და არ დაუშურებიათ ქება მათი წარმომადგენლების მისამართით. “ქართული ოცნების” ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანებისგან, რომლებიც, სულ რაღაც, 5 წლის წინ, 2012 წელს, ასევე გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს ნაციონალურ პარტიას. მაგრამ დროება შეიცვალა. დირექტორებმა დაინახეს და აღიარეს აბსოლუტური ჭეშმარიტება გზისა, რომელსაც გვთავაზობს “ქართული ოცნება,” – წერს ნათია მანია.

მისვე ინფორმაციით, შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთ-ერთი წევრიც ესწრებოდა.

https://www.facebook.com/natia.mania.98/posts/1487627614624871?pnref=story

 

პოპულალურები