LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოტივი პროტესტის გამოხატვა იყო ” – ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი გარემოებებზე საუბრობს

98
საქბანკ

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის ინფორმაციით, ბანკში შესვლის მოტივი პროტესტის გამოხატვა იყო. გიორგი ბარდაველიძე, სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ ბანკში შეჭრისას, ნიკოლოზ წურწუმიას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია არც ბანკთან და არც სახელმწიფოსთან.

ადვოკატის თქმით, წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა.

უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა, მას პნევმატური იარაღი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g