ნორვეგიელმა მოთხილამურე კატამ ფეისბუქზე 10 ათასი მიმდევარი დააგროვა.
კატა სახელად იესპერი, რომელიც ნორვეგიული ჰედმარკიდან არის, მეგაპოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მასზე რეპორტაჟი ადგილობრივ ტელევიზიაში გავიდა. სიუჟეტი, სადაც ცხოველი პატრონს თხილამურებით მიათრევს, ვირუსული გახდა და ფეისბუქის მომხმარებლებს აიძულებდა იესპერის გვერდისათვის ყურადღება მიექციათ.
ფეისბუქის გარდა, ცნობილ კატას პირადი ბლოგიც აქვს, სადაც პატრონთან ერთად განხორციელებულ სპორტულ მსვლელობებზე საუბრობს.
იესპერი 2013 წლის აგვისტოში დაიბადა.
https://www.youtube.com/watch?v=m901w3w1Qlk