LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოთხილამურეების ღამის კოშმარი” – უცხოელების შეფასება გუდაურის ტრაგედიაზე

105

გუდაურში დღეს მომხდარ უბედურ შემთხევაზე, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა (ბოლო ინფორმაციით), უცხოელი ტურისტები აქტიურად პოსტავენ სოციალურ ქსელებში.

ზოგიერთი მათგანი, უბრალოდ ინფორმაციას ავრცელებს, ზოგი კი ამ ყველაფერს აფასებს, თანაც საკმაოდ უარყოფითად.

მომხმარებლების უმეტესობა, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფაზე აკეთებს აქცენტს და წერენ, რომ ეს სისასტიკეა.

“სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი! ეს არის “დიდებული” სტატეგიის შედეგი, რომ გაზარდონ ტურისტების რაოდენობა, ნებისმიერ ფასად, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის ხარჯზე”, – წერს ფრანგი ერიენე გაჩეტ-მაუროზი.

“ეს დღევანდელი ინციდენტია. მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს ვიდეო ტურიზმის გასავითარებლად”, – წერს სტივენ ტირი.

“ეს ყველაზე საშინელი ვიდეოა, რაც კი ოდესმე მინახავს. ვიმედოვნებ რომ ყველანი ცოცხლები გადარჩნენ”, – წერს ვლად ტულჩენკო.

“ეს სისასტიკეა. ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების საკითხებს უგულებელყოფენ”, – წერს დინ ზორნი.

“ამას ჰქვია დატრიალება… და ეს ღამის კოშმარს ჰგავს”, – წერს ემი ალტა და რჩევებსაც გასცემს.

ერთ -ერთი “ფეისბუქმომხმარებელი” მეგობარს თაგავს და წერს: “შეხედე რა მოხდა საქართველოში, ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს ჩვენ არ გადაგვხდა თავს”…

შეგახსენებთ, რომ გუდაურში დღეს, ერთ-ერთი საბბაგირო წყობიდან გამოვიდა. ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი უკუსვლით დაიწყო სწრაფად ტრიალი. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანია დაშავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g