LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოთმენა რთულია, მაგრამ ვალდებულებაა” – პაპუაშვილი მხარდამჭერებს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან “პროვოკაციებზე” აფრთხილებს

47
შალვა პაპუაშვილი

“ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება”, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტს და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად არეულობის გამოწვევას ცდილობს.

კობახიძე: დამანაშავე უნდა დაისაჯოს. ისეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ბოლო დღეებია, მათი მხარდამჭერების პროვოცირება მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე, “ნაციონალური მოძრაობა” კი ამ 10 დღის განმავლობაში ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა გავა:

“მინდა გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად – ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ – ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა.

სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე, “ნაციონალური მოძრაობა” ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g