2017 წელს კომპანია ლენოვო Moto-ს ახალ მოდელს Moto G5-ს წარადგენს. მოდელის Plus ვერსია შემთხვევით მოხვდა რუმინულ ონლაინ-მაღაზიაში და მის შესახებ უკვე ყველა წვრილმანი ცნობილია.
Moto G Plus-ი 5.5 ინჩიან Full HD დისფლეის მიიღებს. აპარატი საშუალო კლასის ჩიპსეტზე – Snapdragon 625-ზე იმუშავებს, ოპერატიული მეხსიერება 4 GB-ითაა განსაზღვრული, ხოლო შიდა მეხსიერება 32 GB-ს შეადგენს.
კამერების გაფართოება 5 და 13 მეგაპიქსელია. ბატარეის ტევადობა 3080 მილიამპერ/საათია. გაჯეტი ოპერაციულ სისტემაზე – Android Nougat-ზე იმუშავებს.
მოდელის ანონსი MWC 2017-ზე შედგება.