კომპანიამ Motorola ახალი ტელევიზორების სერია Envision წარადგინა. ეს გახლავთ მოდელები 55 და 65-დიუმიანი ზომის და 4K რეზოლუციით.
ახალ EnvisionX QLED ტელევიზორს ვიწრო ჩარჩო და ლითონის სადგამი აქვს. დისპლეი აღჭურვილია Quantum-Glow ტექნოლოგიით, რომელიც აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს Dolby Vision-ისა და 1,07 მილიარდი ფერის მხარდაჭერით. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ გამოსახულების ექვსი რეჟიმიდან რომელიმე.
Motorola EnvisionX QLED ტელევიზორი აღჭურვილია MediaTek ოთხბირთვიანი ერთჩიპიანი სისტემით და 2 GB ოპერატიული მეხსიერებით, ასევე 20-ვატიანი სტერეო დინამიკებით, რომლებიც მხარს უჭერენ Dolby Atmos-ს.
55-დიუმიანი Motorola EnvisionX QLED ტელევიზორი 435 დოლარი ღირს, ხოლო 65-დიუმიანი მოდელის ფასი 605 დოლარია.
