LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Motorola Moto E5: პირველი ფოტო ქსელში გამოჩნდა

103

2017 წლის ივნისში Motorola-მ ოფიციალურად წარადგინა სმარტფონები Moto E4 და Moto E4 Plus. ახლა კი ახალი მოწყობილობის ჯერი დადგა.

კომპანია Lenovo სმარტფონ Motorola Moto E5-ზე მუშაობს. ამ დღეებში ქსელში სიახლის პირველი ფოტო გამოჩნდა. ამ დროისთვის გაჯეტის ტექნიკური მახსიათებლები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა ფოტოდან თუ ვიმსჯელებთ, თითის ანაბეჭდის სკანერი მას კვლავ უკანა პანელზე აქვს განთავსებული, იქვეა ლოგოც.

ეკრანის დაბლა სმარტფონს წარწერა Motorola აქვს, წინამორბედის მსგავსად მას არ აქვს Home ღილაკი. კორპუსი მეტალისგან არის დამზადებული, ხოლო ძირში microUSB აქვს განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები