LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუხერხებელი ქუდი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო – უელსის პრინცესა კენტერბერის საკათედრო ტაძარში

154
ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონი კენტერბერის საკათედრო ტაძარში გამართულ ისტორიულ მსახურებას განსაკუთრებული ელეგანტური ლუქით დაესწრო. მისი სტილი განსაკუთრებით გამოირჩეოდა დიდი ზომის, დახვეწილი ქუდით, რომელიც „ჯულიეტ ბოტერილის” დიზაინის სახლს ეკუთვნის და იმ დღისთვის ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური აქცენტი გახდა. ქუდი საკმაოდ მოუხერხებელი გახლდათ და უელსის პრინცესას მას გამუდმებით ასწორებდა. ქეითს ეცვა ქაშმირის პალტო, რომელიც კლასიკური ორნამენტით იყო შესრულებული. ლუქი სრულდებოდა „რალფ ლორენის” ფეხსაცმლითა და „შანელის” ელეგანტური ჩანთით, რაც მთლიანობაში დახვეწილ და კლასიკურ იმიჯს ქმნიდა.

ქეით მიდლტონის ბრწყინვალე გამოსვლა – გრანდიოზულ ბანკეტზე პრინცესა ნიგერიის დროშის ფერებში ბრწყინავდა

ქეთრინი ღონისძიებას მეუღლესთან, პრინც უილიამი ერთად დაესწრო. სამეფო წყვილი კენტერბერის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მსახურებაზე იმყოფებოდა. ბრიტანელი სარა მულალი გახდა კენტერბერის არქიეპისკოპოსი. სარა მულალი, რომელიც ადრე ინგლისის მთავარი მედდა იყო, აღნიშნულ თანამდებობაზე 2025 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მისი წინამორბედი, როუენ უილიამსი, სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც 2011 წელს უილიამისა და ქეთრინის ქორწინების ცერემონია ჩაატარა.

უელსის პრინცესა ჰოლის ფერად დღესასწაულზე – თეთრი კაბაში გამოწყობილი ქეით მიდლტონი ბედნიერებისგან ბრწყინავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g