LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოულოდნელად გაფრინდა ცაში საოცარი ადამიანი, საოცარი მამა, მეგობარი და კოლეგა.. წავიდა ჩვენგან, ჩვენი პაკო“ – გარდაიცვალა ახალგაზრდა მსახიობი

2295
პაკო თავზარაშვილი

მსახიობი პავლე თავზარაშვილი 33 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში მსახიობის ბიძამ, ტატო თავზარაშვილმა გაავრცელა.

გარდამეცვალა ძმისშვილი,პავლე თავზარაშვილი,დაკრძალვა ხუთშაბათს,ხარაგაულის რაიონი სოფელი თეთრაწყარო.

Posted by Tato Tavzarashvili on შაბათი, 30 მარტი, 2024

პაკო თავზარაშვილის გარდაცვალებას ასევე სოციალურ ქსელში, ემოციური სტატუსით ეხმიანება ხა­რა­გა­უ­ლის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ირი­ნე ჩხე­ი­ძე:

„წავიდა ჩვენგან. ჩვენი პაკო.

ბავშვობიდან იდგა სცენაზე ლამაზი და ახოვანი. ის იყო ჩემი პირველი სპექტაკლის მონაწილე. როგორ უხდებოდა ჩოხა, როგორ უყვარა პოეზია, თეატრი, ცეკვა, ხელოვნება.

სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა სპექტაკლებში. უყვარდა ჩვენი თეატრი და სულ გულშემატკივრობდა ჩვენ დასს.

მთელი დასის სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას ამ უბედურების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, ხარაგაულს“, – წერს ირინე ჩხე­ი­ძე.

პაკო თავზარაშვილი😢 წავიდა ჩვენგან. ჩვენი პაკო❤️ ბავშვობიდან იდგა სცენაზე ლამაზი და ახოვანი .ის იყო ჩემი პირველი…

Posted by Irine Chxeidze on კვირა, 31 მარტი, 2024

გარდაცვლილი მსახიობის შესახებ „ფორტუნასთან“ მისი მეგობარი საუბრობს:

„პავლე ჩემი მეგობარი და კოლეგა იყო, ერთად ვსწავლობდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე „ილია უნის“ თეატრში რამდენიმე სპექტაკლში ვიღებდით მონაწილეობას..

მოხდა ის, რაც მოხდა, მოულოდნელად გაფრინდა ცაში საოცარი ადამიანი, საოცარი მამა, მეგობარი და კოლეგა. გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა. მე არ ვარ საქართველოში და ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო რთული აღმოჩნდა, მტკივა, რომ მას ვერ დავემშვიდობები და ვერ გავაცილებ უკანასკნელ გზაზე.. ამ შემთხვევაში რაც შემიძლია ვთქვა და ვუთხრა პაკოს ეს არის: ძალიან ვწუხვარ მეგობარო…“ – ამბობს პაკო თავზარაშვილის მეგობარი.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკო თავზარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები