კირა ნაითლი და მისი მეუღლე ჯეიმს რაიტონი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც მსახიობი პარიზში „შანელის“ წვეულებაზე გამოჩნდა. კირა წვეულებაზე თეთრი კაბით მივიდა, რომელიც ოქროსფერ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს 4 წლის გოგონა ედი. რაიტონმა და ნაითლიმ შეხვედრები 2011 წელს დაიწყეს და 2013 წელს დაქორწინდნენ.