ამერიკულმა ტუნინგ სალონმა Bisimoto-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Hyundai Santa Fe-ს 1040 ძალის მქონე ძრავის ხმაა ჩაწერილი. ვიდეო მაშინაა გადაღებული, როცა მძღოლი ძრავის „წვალებას“ იწყებს.
ვიდეორგოლში 2016 წლის კროსოვერია ასახული. ავტომობილი ფლაგმანი მოდელის Equus-ის ბაზაზეა აწყობილი და 3,8 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატი 6 ცილინდრიანია და 2 ტურბინა ექვს საფეხურიან გადაცემათა ავტომატურ კოლოფთან ერთად მუშაობს. გარდა ამისა, კროსოვერმა უსაფრთხოების კარკასი და სარბოლო საბურავებიც მიიღო.