LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოუთმენლად ველი თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას“ – უეფას პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

134
ირაკლი კობახიძე

უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური წერილი ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო და მასში აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან.

უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს – ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში“. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი“, – აღნიშნულია უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.

შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქერთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

ყაველაშვილი: „ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდის სტადიონზე აუცილებლად უნდა იყოს დავით ყიფიანის დიდი ბანერი, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ.. 18 ივნისს, დათო ყიფიანის დაბადების დღეა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები