LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუთმენლად ველით თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას: აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი გახარიას მიმართავს

69
FORTUNA.GE- (2)

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის სახელით მხარდაჭერას უცხადებს.

რობერტ ო’ბრაიენი ამის შესახებ მისალოც წერილში საუბრობს:

“გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.

შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად.” – აცხადებს რობერტ ო’ბრაიენი.

 

გიდასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი: სლოვაკეთის პრემიერი გიორგი გახარიას მისალოც წერილს უგზავნის

დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებისთვის: ანგელა მერკელი გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g