LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოუთმენლად ველოდები ქართველ გულშემატკივრებთან შეხვედრას. ყველა იმ ცნობილ ჰიტს შევასრულებ, რომელიც ასე ძალიან გიყვართ“ – ალ ბანომ პრესკონფერენცია გამართა

217
BeFunky-collage (1)

ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა ალ ბანომ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა პრესკონფერენცია გამართა!

როგორც ჟურნალისტებთან ყველა თაობისთვის საყვარელმა მომღერალმა აღნიშნა, მოხარული და ბედნიერია, რომ იმყოფება საქართველოში. მომღერლის თქმით, ის დიდი სიამოვნებით აჩუქებს ლამაზ დღეებს ქართველ გულშემატკივარს.

„ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში. მოუთმენლად ველოდები ქართველ გულშემატკივრებთან შეხვედრას. ყველა იმ ცნობილ ჰიტს შევასრულებ, რომელიც ასე ძალიან გიყვართ“, – აღნიშნა ალ ბანომ პრესკონფერენციაზე.

ვიდეო: ლეგენდარულ იტალიელ მომღერალ ალ ბანოს ეკო ფანგანი იტალიური სიმღერით მიეგება

აღსანიშავია, რომ საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია” ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ალ ბანოს სოლო კონცერტი ხვალ, 24 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება საქველმოქმედოა და შესული თანხა “ფერად ქალაქს, აუტიზმის ეროვნულ ცენტრს” გადაეცემა.

25 ნოემბერს კი ალ ბანო ქართველ მსმენელს რესტორან „ქვევრში“ უმღერებს.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის AL BANO-ს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები