ლეგენდარული მომღერალი ალ ბანო თბილისშია და ის „იმედის დღეს“ ესტუმრა. მისი შესვლა სტუდიაში განსაკუთრებული გამოდგა. ჩაირთო მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა „ფელუჩიტა“, ეკო ფანგანმა კი სიმღერა დაიწყო და სწორედ ასე შემოიპატიჟა სტუდიაში ალ ბანო და კონცერტის ორგანიზატორი, ნიკა ესაკია. ალ ბანომ ეკო ფანგანს ხელზე აკოცა, ხოლო ტელესახემ მას იტალიურად გადაუხადა მადლობა.
ალ ბანოს კონცერტი დღეს არის დაგეგმილი. ყველა ბილეთი გაყიდულია.