LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, ისეთი რაოდენობის ნალექი, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს“ – რას აცხადებს ნინო ჩხობაძე

1653
ნინო ჩხობაძე

„რა დავივიწყეთ ახლა შევახსენებ თბილისის მცხოვრებლებს, ძალიან ბევრ ქუჩაზე იყო ნასვრეტებიანი თუჯის სანიაღვრე ჭები, ფილებით გაკეთებული, არცერთ რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასეთი ნაგებობები აღარ დარჩა“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ნინო ჩხობაძის თქმით, ჩვენი ინფრასტრუქტურა (ქუჩები და თანდაყოლილი სანიაღვრე სისტემები), ბოლომდე გამართული არ არის.

კახა კალაძე – „ორი მიზეზია, რატომ იტბორება ქუჩები: როცა სანიაღვრეების ამოვსება ხდება ტოტებით და ნარჩენებით და სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება – სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, შემიძლია გაჩვენოთ, რა ხდება დედაქალაქებში უხვი ნალექის დროს“

„პრობლემა ის არის, რომ ქალაქის ქუჩები არ უნდა იტბორებოდეს, იმიტომ არის საინჟინრო გადაწყვეტები და როცა ვამბობთ, რომ კლიმატი იცვლება, ესე იგი ჩვენ უნდა ველოდოთ…

რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, ისეთი რაოდენობის ნალექი, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს. ჩვენ თვითონ ვნახეთ, რა გამოიწვია ამ კატასტროფამ.

დღეს არანაკლებ პრობლემურია. შეიძლება იმ სიმძლავრის არ ყოფილა, როგორც ვაკეში იყო მაშინ, მაგრამ არანაკლებ დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა ერთბაშად.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა (ქუჩები და თანდაყოლილი სანიაღვრე სისტემები), ბოლომდე გამართული არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცები დავივიწყეთ…

ჩვენ დაგვავიწყდა გავითვალისწინოთ, რომ სანიაღვრე სისტემები არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ, რომლის კომენტარსაც სრულად Bpn.ge ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები