LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება…“- როდიდან არის ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი, რას ამბობს ნინო ჩხობაძე გვალვასა და ღვარცოფულ მოვლენებზე

3780
ნინო ჩხობაძე

როდიდან არის საქართველოში მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი?

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე palitravideo.ge -სთან ცხადებს, რომ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი გვალვა, ხოლო დასავლეთ საქართველოში წვიმები.

„საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება, რომელიც გასტანს საკმაოდ დიდხანს, თუმცა ბოლომდე გრძელვადიან პროგნოზებს ვერ აკეთებენ, ძალიან უჭირთ იმიტომ, რომ ცივი ჰაერი მაინც არის საკმაოდ მძლავრი, ამიტომ მაღალი წნევა ნარჩუნდება, მაგრამ ვარაუდია, რომ აგვისტო-სექტემბერი „ელ-ნინიოც“ იმოქმედებს უკვე, ანუ სითბური ტალღები შეიძლება განვითარდეს და ასე შემდეგ ანუ საკმაოდ არაპროგნოზირებადი, მაინც და მაინც სახარბიელო ტემპერატურები არ არის ნავარაუდები, საუბარია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ალბათ გვალვები იქნება, დასავლეთ საქართველოში შეიძლება გაძლიერდეს წვიმები, ოღონდ თქეში წვიმა, ძალიან დიდი წვიმა, სწრაფად, ერთ დღეში დიდი ნალექით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის ღვარცოფული მოვლენები, დატბორვები და ასე შემდეგ, რაც ვარაუდობთ, რომ შეიძლება გააქტიურდეს საქართველოში საკმაოდ მძლავრად“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები