LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება…“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

810
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს:

„18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები