LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს” – რა განცხადებას ავრცელებს კონკურენციის სააგენტო

172
პროდუქტები

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებისთვის საჯაროდ ფასის მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება – ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.

“ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:

– საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;

– საქონელი იყიდება აუქციონზე;

– გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.

კონკურენციის სააგენტო სტუდენტების დასაქმების პერსპექტივით, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.

იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.

რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას – რეკლამაში, რომელშიც გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი.

იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შემოსულია – 125 განაცხადი. საქმის შესწავლა 75 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 16 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. დადასტურდა 3 დარღვევის ფაქტი და ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა”, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

magti 5g