3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ლაშა წიქორაძეა. მისი ემიგრანტი დედა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მოვდივარ ჩემო სიცოცხლე
6 რიცხვში შენთან ვიქნები.. შენთან მოვალ.. ხომ გენატრებოდი უშენოდ არ მინდა ერთი დღე სახლში ყოფნაო. შენ რომ სახლში არ დამხვდები არ მინდაო.. მალე უნდა ჩამოგიყვანოვო დე.. მოვდივარ და დამხვდი იცოდე..
აეროპორტში გელოდები.. 6 თვე ვერ გაძელით უჩემოდ, მოვდივარ დედიკო..დამხვდი და შენი ხელები შემომხვიე იცოდე დე…
შენი ლამაზი სახე და ღიმილი დამანახე იცოდე..
აბრაამი მომიკვდება თუ არა დამთავრდებოდა მე საერთოდ ვერავინ მნახავდა ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს დე…მაგრამ აბრაამს რა უყო უჩემოდ ისიც ვერ ძლებს დედი
ხო იცი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი დე..
მადლობა ყველაფრისთვის დედი იმ ბედნიერი 20 წლისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე
იმედია როდისმე შევხვდებით ერთმანეთს
შენი ანოც ხომ მოკალი დე
Las Ha მოვდივარ ჩემო სიცოცხლეე?❤️?6 რიცხვში შენთან ვიქნებიიი…შენთან მოვალ..ხომ გენატრებოდი უშენოს ად მინდა ერთი დღე…
Posted by Tea Gubeladze on სამშაბათი, 04 ივლისი, 2023
ჩემთან იყო დღეს მთელი დღე, მოკვდა გოგო, რა გვიქენი ეს“, – წერს დაღუპული ბიჭის დედა.
3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სოფელ გეგუთში დაღუპულებს გლოვობენ.