ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი გასულ წელს, 40 წლის შემდეგ იპოვეს.
წარმოშობით სოხუმელი ნინო კვარაცხელია, წლებია შტატებში ცხოვრობს. ემზარ ჯღარკავა კი, მარტვილში ცხოვრობს. წყვილი ამ დრომდე სოციალური ქსელით კონტაქტობდა.
ემზარი ნინოსთან ნიუ იორკში ჩავიდა.
„მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა „ნინო, მე მოვედი“, მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას”, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა ,,ნინო, მე მოვედი” მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას❤️
Posted by ნინო კვარაცხელია on Wednesday, November 22, 2023
ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა