LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოვიდა დაბუსტვით,მიდის დაუბუსტავად…’’ – ინტერნეტმომხმარებელთა რეაქციები ბახტაძის 3 947-სიტყვიან გამოსამშვიდობებელ პოსტზე

309
70218257-2642437009113428-4832222074997047296-n

მამუკა ბახტაძემ გადადგომის განცხადება ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მთავრობის უკვე ყოფილმა მეთაურმა, ვრცელ პოსტში ქართულ საზოგადოებას ის მთავარი პრინციპი წარუდგინა, რაც მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმა გახდა. ხუთ პრინციპზე დაყრდნობით, ბახტაძემ დეტალურად აღწერა თითოეული მიღწევისა და განხორციელების გზები, ასევე, შესრულებული ამოცანების შედეგები.

მამუკა ბახტაძის 3 947-სიტყვიან გამოსამშვიდობებელ პოსტს სახალისო გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში.

გთავაზობთ, ინტერნეტმომხმარებელთა რეაქციებს:

,,ავთანდილის ანდერძი – 527 სიტყვა

მამუკა ბახტაძის ანდერძი – 3943 სიტყვა”

,,სკოლებში დღეიდან ბახტაძის ანდერძი იქნება საზეპირო ‘‘

,,იმას შოთამ დოუწერა და ამას ბიძინამ ‘‘

,,ჰე მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად!’’

,,გადადგა პრემიერი, რომლის გადადგომაც არასოდეს არავის მოუთხოვია’’

 

ბახტაძის ფეისბუქპოსტს ეხმაურებიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები.

“ბახტაძემ კობახიძის მიერ დასახული ილიას გზა დაიკიდეთ და ჩემსას გაყევითო” – ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკური პარტია“ გირჩის“ ლიდერი

“ფბ-ის სტატუსით გადადგომასაც მოვესწარით” – სერგო რატიანი, პარლამენტარი

“ოდეს ყოფილა აქამომდე ქვეყნის პირველ პირს ფეისბუქსა შინა პოსტითა მუნ დასტურ ეყოს თვისი თავისა გადადგომა?პირველად მსოფლიო ისტორიაში!

მოკლედ, როგორ ვირტუალურადაც პრემიერობდა, ისე ვირტუალურად დაგვემშვიდობა.

იყო და არა იყო რა” – დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

“მოვიდა დაბუსტვით, მიდის დაუბუსტავად…
მე რომ მკითხოთ, საცოდაობაა, გერქვას პრემიერი, ან მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე და იყო არარაობა, ჩვეულებრივი დეკორაცია და მეტი არაფერი. საცოდაობაა “ქართული ოცნების” მოხელეების ყურება. ყველანაირი ინსტიტუციონალიზმი დანგრეულია ამ ქვეყანაში.

პ. ს. სამაგიეროდ, სივიში ეწერება რომ პრემიერი იყო” – არჩილ გამზარდია, ექსპერტი

“დანიშნეს წინას მოხსნის მიზნით და
მოხსნეს ახლის დანიშვნის მიზნით.შევა ისტორიაში, აბა რა!” – ბუბა კუდავა, ისტორიკოსი

“როდესაც ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი მორღვეულია, კარგად მხოლოდ ფეისბუქი მუშაობს” – უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი

“ახლა თავი იმაზე უნდა ვიმტვრიოთ, რა მისია შეასრულა ბახტაძემ?” – მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი

“განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, – წერს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბახტაძე.
ანუ, 6 წელიწადი ”უჩარჩოოდ” და უსტრატეგიოდ მოქმედებდა ხელისუფლება და მე ”დავულაგე” ყველაფერიო.
ვერ ხვდება, რომ დაასამარა ”ქართული ოცნება”. ჩარჩოო, თქვა პრემიერმა და ფანჯრიდან მოისროლეს…” – რომან გოცირიძე, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი

,,პრემიერის პოსტი ვნახე და …

რაო ვალიკო, რა მინდაო?

გატეხილი ქოთნის დაწებება შეიძლება და გატეხილი გულის, არაო!”- თამარ ჩერგოლეიშვილი, ტაბულას დირექტორი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g