LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვისმინეთ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თავად მოიხმარდა და შვილის სწავლის დაფინანსებაც მისი გადაწყვეტილი იყო: პროკურორი

147
1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლო სხდომა სააკაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა შეაფასა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაში მოისმინეს ბრალდებულის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა და შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო:

“დღეს, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული ბრალდების შესახებ საქმის განხილვა გვქონდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას შეეხება. საქმე, სადაც წარმოდგენილია 49 ბაინდერად დოკუმენტაცია და რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვისთვის კომფორტის შექმნისთვის დახარჯულ თანხებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი. კერძოდ, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი, თითქოსდა ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. რეალურად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, სადაც მითითებულია, რომ უნდა გადახდილიყო ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის VIP მომსახურება, რაც რეალურად განხორციელდა.

არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება იმის თაობაზე, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტისას რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ. პირობითად, ლასვეგასში დასვენებაზე, მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს მსოფლიოში ნებისმიერი პირი, თითქოს ამ პერიოდში შეხვდა. არავინ არ უშლიდა რომელიმე თანამდებობის პირს, შეედგინა სათანადო დოკუმენტაცია.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ოფიციალურ ვიზიტებზე, რომლებიც რეალურად მართლა სახელმწიფო მნიშვნელობას ატარებდა, სახელმწიფო რეალურად გაიღებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანხებს და იმავე პერიოდში გახარჯულია მილიონობით ლარი.” – განაცხადა პროკურორმა.

mazda magti 5g