„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში აქციას მართავენ.
აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ საპოლიციო ძალები შემცირდებოდნენ, გავიდოდნენ, ჯებირები აღებული იქნებოდა და ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებოდათ ნამოხვანის მიმართულებით, ახლა კი იმატა პოლიციელების რიცხვმა, ჯებირები კი, ისევ ადგილზეა.
„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა
„გადავინაცვლებთ ჯებირთან, დავუძახებთ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს და იგივე განცხადების საფუძველზე, რომელიც დღეს გავრცელდა მთავრობისგან, რომ შესაძლებლობა ექნებათ ადამიანებს გადაადგილების ნამახვანში მშვიდობიანად, მოვითხოვთ ამ უფლებას.
მოვუწოდოთ პოლიციის წარმომადგენელს, ხელმძღვანელობას, რომ აგვიხსნან ზუსტად რა ხდება, სად ვიმყოფებით და რა ვითარებაში ვართ თითოეული ჩვენთაგანი, გაგვარკვიონ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ
