LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს, თბილისში აქციას გამართავენ

102
68768768789

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში აქციას გამართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას 23 მაისს გეგმავენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა. განცხადებაში, რომელიც დღეს მთვარობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან” დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. გარდა ამისა, ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხს კი ევროკავშირის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის.

ასევე, საქართველოს მთავრობა „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესო აქციის მონაწილეებს აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობას აძლევს. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში.

„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები