მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, წერილს X-ზე აქვეყნებს.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს.
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ამ ეტაპზე არ ეწვიოს თბილისს. ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს.
აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს“, – წერს უილსონი.
I have urged @oscepa President @PiaKauma NOT to go to Tbilisi at this time. The Ivanishvili regime will only use this visit as a means to legitimize their authoritarian takeover. US taxpayer money must not be used to recognize an illegitimate government. pic.twitter.com/TKpCT6sVGe
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 5, 2025