ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ზრდის.
“მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის დამატებითი დევნისგან და აჩვენოს ესოდენ საჭირო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია”, – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერზე”.
მოგვიანებით აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე გააზიარა.