LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვუწოდებ ქართულ სამღვდელოებასა და საპატრიარქოს, დაუდგეთ ოჯახს გვერდით”-ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს

360
publika.ge--

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ორთაჭალაში აქციის გამართვას გეგმავს. მათი მოთხოვნა საქართველოშ FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანაა.

„ქართველებო და არაქართველებო! ვაანონსებთ აქციას კვირას 2 საათზე ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე დედა თეონა თამაზაშვილი და მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ იქიდან ვინც სახღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად. მოვუწოდებ თამუნას მეგობრებს, კლასელებს და კურსელებს, რადგან ახლა თამუნას სჭირდება თქვენი თანადგომა და მე მჯერა თქვენი თანადგომის. მოვუწოდებ ქართულ სამღვდელოებასა და საპატრიარქოს, რადგანაც თქვენ ყველანი უფლისგან დადგენილი ხართ გაჭირვების ჟამს დაუდგეთ ოჯახს გვერდით და უდიდესი სულგრძელებით და უფლის ძალით დავამხოთ ბოროტება მკვლელები. გეშინოდეთ მკვლელებო! რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას, რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვოთ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია. თქვენს თავზე საშინელ ჯოჯოხეთს დავატრიალებ. აგრეთვე იმედი მაქვს არასამთავროების გამოხმაურების. არა მკვლელობას! სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს და მათ დამქაშებს. ჩვენთან არს ღმერთი და სიმართლე!“ – წერს თამაზაშვილი.

https://www.facebook.com/teona.tamazashvili.39/posts/802432290294666

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g