უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება“. როგორც კულება ტვიტერზე წერს, Z ნიშნავს რუსეთის ომის დანაშაულებს, უკრაინის დაბომბილ ქალაქებს და ათასობით მოკლულ უკრაინელს.
„მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს, როგორც რუსეთის ომის და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერის კრიმინალიზება. Z ნიშნავს რუსეთის ომის დანაშაულებს, ჩვენს დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელებს. ბარბაროსობის ღია მხარდაჭერა აკრძალული უნდა იყოს”. – წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.
I call on all states to criminalize the use of the ‘Z’ symbol as a way to publicly support Russia’s war of aggression against Ukraine. ’Z’ means Russian war crimes, bombed out cities, thousands of murdered Ukrainians. Public support of this barbarism must be forbidden.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 29, 2022