LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვუწოდებ ყველას, აიცრან”- მსოფლიო პატრიარქი

193
Bartholomew

„ისინი არ ფიქრობენ სწორად, არ ფიქრობენ ლოგიკურად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს, თავიანთ ახლობლებს, რადგან მათ შეუძლიათ, კორონავირუსი გადასცენ თავიანთ თანამოძმეებს ამის გაცნობიერების გარეშე, რაც დიდი საფრთხეა“,- ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ვაქცინების მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით განაცხადა.

პატრიარქი ბართლომე მოქალაქეებს ვაქცინაციიკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული საფრთხეები, რაც მათ სიკვდილამდე მიიყვანს.

ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, მეცნიერების აღმოჩენებსა და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ“, – განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ „მეგასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები