LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვუწოდებთ ეუთოს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დაასრულოს ოკუპაცია” – გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი

71
158155549

“ეუთოს მოვუწოდებთ, რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს“-ეს განცხადება, გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა გააკეთა.

თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას და ამასთან მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას.

რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, მისი ვალდებულება, გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ან მისი ვალდებულება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებისთვის შეუზღუდავი წვდომის დაშვების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეუთოს მოვუწოდებთ, რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს.”-განაცხადა თომას-გრინფილდმა ეუთოსგან თანამშრომლობის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ-სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g